მიძინების ტაძარი (ვლადიმირი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიძინების ტაძარი.
ვლადიმირის ტაძარი 1912 წ.
ვლადიმირის ტაძარი 2004 წ.

მიძინების ტაძარი ვლადიმირში (რუს. Успенский собор города Владимир) ვლადიმირ-სუზდალის რუსეთის მთავარი კათედრალური ეკლესიაა და XII საუკუნის რუსეთის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი, რომელიც სანიმუშო გახდა უფრო გვიანდელი რუსეთის რელიგიური არქიტექტურისთვის.

ვლადიმირის ტაძარი წარმოადგენს სხვადასხვა დროს ნაგებ შენობათა რთულ კომპლექსს. თავდაპირველი თეთრი ქვის ტაძარი აგებულ იქნა კნიაზი ანდრია ბოგოლიუბსკის მიერ 1158-1160 წლებში. 32,3 მ. სიმაღლით ის ნოვგოროდისა და კიევის სოფიის ტაძრებს აღემატებოდა. 1185 წლის ხანძრის შემდეგ ვსევოლოდ III-მ ტაძარი მნიშვნელოვნად გააფართოვა. ხრამს გვერდითი გალერეები მიუშენდა და ის შედეგად თითქოსდა ახალი უფრო ვრცელი ტაძრის შიგნით მოექცა. გაფართოვდა ასევე საკურთხევლის ნაწილი და დაემატა თაღები, შედეგად ტაძარი ხუთ თაღიანი გახდა (სიგანე 30,8 მ, სიგრძე (აფსიდთა გარეშე) - 30 მ.).

ეკლესიის გარე კედლები რთული კვეთილი ორნამენტებითაა დაფარული. ინტერიერის კედლები თავდაპირველად მე-12 საუკუნეში მოიწერა, 1408 წელს კი ხელმეორედ მოიხატა ანდრია რუბლიოვისა და დანიელ ჩორნის მიერ. ნოვგოროდის საკათდერო ტაძარი არისტოტელე ფიორავანტიმ მოდელად გამოიყენა მოსკოვის კრემლის საკათედრო ტაძრის მშენებლობისას 1475-1479 წლებში. ვრცელი სამრეკლო, რომელიც რუსულ, გოთურ და ნეოკლასიკურ სტილთა ერთგვარი ნაზავია, 1810 წელს აღიმართა.

ვლადიმირის საკათედრო ტაძარი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.