მიტოქონდრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Animal mitochondrion diagram en (edit).svg

მიტოქონდრია (მიტოს „ძაფი“, ქონდრიონ „მარცვალი“) — წაგრძელებული ფორმის წარმონაქმნები. ფორმა და ზომა განსხვავებულია. ისინი შეიძლება ჩხირისებრი და ოვალური ფორმის იყოს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია უჯრედის ფუნქციურ აქტივობაზე. სუნთქვის პროცესი მიტოქონდრიებში მიმდინარეობს. მიტოქონდრიის გარსი ორი მემბრანისგან შედგება. სივრცე შიგნითა მემბრანის შიგნით ამოვსებულია თხევადი ნივთიერებით — მატრიქსით. შიგნითა მემბრანასა და მატრიქსში მოთავსებულია ფერმენტები, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებს წვავენ. იგი შემოსაზღვრულია ორმაგი მემბრანით. მის შიგნით მოთავსებულია რიბოსომები, დნმ-ს რამდენიმე მოლეკულა და რნმ. შიგა მემბრანაში ჩაშენებულია ფერმენტები, რომლის მეშვეობითაც ხდება ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიის წარმოქმნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: