მიმინო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეს სტატია ფრინველს ეხება. გიორგი დანელიას ფილმის შესახებ იხილეთ მიმინო (ფილმი).
მიმინო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: Accipiter
სახეობა: მიმინო
ლათინური სახელი
Accipiter nisus

მიმინო (ლათ. Accipiter nisus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. დედალი ტანად მამალზე დიდი. მიმონის სხეულის სიგრძე 31-41 სმ, მასა 150-275 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ არის ტუნდრის ზონაში.

საქართველოში ბინადრობს, ბუდეს ხეზე იკეთებს. 4-5 კვერცხს დებს. 31-33 დღე-ღამეს კრუხობს. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს (ქულებს) მამალი აჭმევს. მიმინო იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით (ორნითოფაგია), აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით. დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მიმინოს შევარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ. წვრთიან მართვეს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 6, გვ. 702, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები