მილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მილახვარი — სამეურნეო დარგის მოხელე XVIII საუკუნის საქართველოში. ცნობილია ქართლისა და კახეთის სამეფოების, დედოფლისა და ბატონიშვილის მილახვარები. მილახვარი განაგებდა მამულებს, მონაწილეობდა საფინანსო საკითხების გადაწყვეტაში და სხვა საკითხებში. მილახვარს თავისი ფუნქციებით ბევრი საერთო ჰქონდა სახლთუხუცესთან. იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობის პირი იყო.

ლიტერატრურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 695.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 224.