მიკოტროფული მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიკოტროფული მცენარეებიმცენარეები, რომლებიც ქმნიან მიკორიზას და ფესვებზე დასახლებულ სოკოთა დახმარებით ნიადაგიდან იღებენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს. არსებობს მიკოტროფული მცენარეების 3 ჯგუფი:

  • მცენარეები, რომლებიც არ ვითარდებიან თუ თესლი სოკოთი არ არის დაავადებული (ჯადვარისებრნი);
  • მცენარეები, რომლებიც იზრდებიან უმიკოზოდ, მაგრამ მიკორიზის არსებობისას უკეთესად ვითარდებიან (ხეებისა და ბუჩქების უმრავლესობა);
  • მცენარეები, რომლებსაც აქვთ მიკორიზა, მაგრამ ხელსაყრელი კვების პირობებში კარგად იზრდებიან უმიკორიზოდ (ცაცხვი, არყი, მრავალი ბუჩქი).

მცენარეთა უმრავლესობა მიკოტროფულია, გამონაკლისია ზოგიერთი ერთწლოვანი ბალახი, ისლი, შვიტა და წყლის მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]