მიკობაქტერიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიკობაქტერიები (Mycobacterium), (ბერძნ. mykes — სოკო და ბაქტერიები), ბაქტერიების გვარი. განეკუთვნება აქტინომიცეტების რიგს. მიკობაქტერიები ზოგიერთი ნიშნით განსხვავდება ბაქტერიებისაგან. ახალგაზრდა ფორმები ჩხირისებრია, სუსტად დატოტვილი, ძვ. კულტურებში ჭარბობს სფერული ფორმები. უმოძრაო, მკაცრი აერობებია, შეიცავს ლიპიდებსა და ცვილს, რის გამოც მჟავაგამძლეა. მრავლდება გაყოფით და დაკვირტვით. უმეტესობა უვნებელი საპროფიტია. მონაწილეობს სხვადასხვა ორგანულ ნივთიერების — ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ნავთობისპროდუქტების დაშლაში. აქვს აზოტფიქსაციის უნარი. არსებობს ადამიანისათვის პათოგენური ფორმებიც, მაგ., ტუბერკულოზისა და კეთრის გამომწვევი მიკობაქტერიები. მიკობაქტერიების მოშენება შეიძლება გამდიდრებულ საკვებ არეებზე ან მინერალური ხსნარებზე, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადისა და აზოტის წყაროს. მიკობაქტერიები წარმოქმნის კაროტინოიდებს, რის გამოც მათი კოლონიები საკვებ არეზე შეიძლება ყვითლად ან წითლად შეიფეროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 685, თბ., 1983