მთიანი ალთაის ავტონომიური ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთიანი ალთაის აო
რუს. Горно-Алтайская автономная область
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
ადმ. ცენტრი გორნო-ატაისკი
დაარსდა 1 ივნისი, 1922
ფართობი 92600 კმ²
მოსახლეობა 191 649 (1989)
გაუქმდა 25 ოქტომბერი, 1990

მთიანი ალთაის ავტონომიური ოლქი, მთიანი ალთაის აო (რუს. Горно-Алтайская автономная область, Горно-Алтайская АО; 1948-1990), ოირათთა ავტონომიური ოლქი, ოირათთა აო (რუს. Ойротская автономная область, Ойротская АО; 1922-1948) — რსფსრ-ს ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული. ოლქში 9 რაიონი, 1 ქალაქი და სამი დაბა იყო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გორნო-ალტაისკი (1932 წლამდე ეწოდებოდა ქალაქი ულალა, 1932-1948 წლებში — ქალაქი ოიროტ-ტურა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის 1 ივნისს ალთაის გუბერნიას გამოეყო ოირათთა აო ცენტრით ქალაქ ულალაში.

1925 წლის 25 მაისის სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით შეიქმნა ციმბირის მხარე, რომელშიც შეყვანილ იქნა ოურათთა აო.

1930 წლის 30 ივლისს სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით ციმბირის მხარე გაიყო — აღმოსავლეთ-ციმბირის და დასავლეთ-ციმიბირის მხარედ. აქედან უკანასკნელში შევიდა ოირათთა აო.

1932 წლის 2 მარტს ოლქს შეეცვალა რუსული სახელწოდება (რუს. Ойратская АО შეიცვალა რუს. Ойротская АО-ით).

1937 წელს ოირათთა აო შევიდა ალთაის მხარეში.

1948 წლის 7 იანვარს სსრკ-ის უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით ოირათთა ავტონომიური ოლქს დაერქვა მთიანი ალთაის ავტონომიური ოლქის სახელი.

1990 წლის 25 ოქტომბერს მთიანი ალთაის აო-მ გამოაცხადა სუვერენიტეტი და მოითხოვა საკუთარი სტატუსის ავტონომიურ რესპუბლიკამდე აყვანა[1].

1990 წლის 15 დეკემბერს მთიანი ალთაის აო გამოვიდა ალთაის მხარიდან, რომელიც დამტკიცებულ იქნა რსფსრ-ის სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე.

1991 წლის 3 ივლისს რსფსრ-ის უმაღლესმა საბჭომ, მთიანი ალთაის აო-ს სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღო კანონი მთიანი ალთაის ავტონომიური ოლქი გარდაქმნილიყო რსფსრ-ში შემავალ მთიანი ალთაის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად[2][3].

1992 წლის 8 თებერვალს მთიანი ალთაის სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკისთვის შეეცვალათ სახელი მთიანი ალთაის რესპუბლიკად[4]. აღნიშნული ცვლილება რსფსრ-ის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა 1992 წლის 21 აპრილს, ხოლო ძალაშ შევიდა მისი 1992 წლის 16 მაისის „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებისთანავე[5].

1992 წლის 7 მაისს მთიანი ალთაის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება შეცვლილიყო მთიანი ალთაის რესპუბლიკის სახელწოდება ალთაის რესპუბლიკად. აღნიშნული ცვლილება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში აისახა მხოლოდ 1993 წელს[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. О проекте Декларации о государственном суверенитете Горно-Алтайской автономной области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-31. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
    Декларация о государственном суверенитете Горно-Алтайской Автономной Советской Социалистической Республики დაარქივებული 2019-07-27 საიტზე Wayback Machine.
  2. Закон РСФСР от 03.07.1991 № 1536-I «О преобразовании Горно-Алтайской автономной области в Горно-Алтайскую Советскую Социалистическую Республику в составе РСФСР». ციტირების თარიღი: 2016-01-23
  3. Закон РСФСР от 3 июля 1991 г. «Об изменениях и дополнениях Конституции (Основного Закона) РСФСР в связи с преобразованием автономных областей в Советские Социалистические Республики»
  4. О переименовании Горно-Алтайской Советской Социалистической республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13.
  5. Список законов РСФСР/РФ (31 мая 1990 — 10 сентября 1993). ციტირების თარიღი: 2015-01-24
  6. Постановление Верховного Совета Республики Алтай от 7 мая 1992 года № 41-2 «О переименовании республики». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13.