მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ეგონიქონი
სახეობა:  მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი
ლათინური სახელი
Aegonychon purpurocaeruleum
(L.) Holub, 1973
სინონიმები

ძირითადი სინონიმები:

სხვა სინონიმები
    • Rhytispermum purpurocaeruleum (L.) Link, 1829
    • Margarospermum purpurocaeruleum (L.) Opiz, 1839
    • Lithospermum caeruleum Gueldenst., 1791
    • Lithospermum longiflorum Salisb., 1796
    • Aegonychon repens Gray, 1822
    • Lithospermum purpurocaeruleum (L.) Holub, 1973
    • Lithospermum lucanum N.Terracc., 1907
    • Lithospermum pumilum Lehm., 1818
    • Lithospermum purpurascens Gueldenst., 1787
    • Lithospermum purpureum Gueldenst., 1787
    • Lithospermum violaceum Lam., 1779

მეწამულ-ცისფერი ეგონიქონი, კაკბის საკენკელა[1] (ლათ. Aegonychon purpurocaeruleum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 20–50 სმ-ია. აქვს უნაყოფო მწოლიარე ყლორტები, მარტივი და სქლად შეფოთლილი ღერო, შებუსული და კიდემთლიანი ფოთლები. ქვედა ფოთლები ხაზურია, დანარჩენები — ლანცეტასებური. გვირგვინი მოიისფრო-ლურჯია, გაშლისას — მოწითალო. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ევროპასა და ციმბირში. საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში.[2]

ამ მცენარეს ხალხურად „კაკბის საკენკენკელა“ ეწოდება, თუმცა არსებობს ამ სახელის მქონე სხვა მცენარეც (იხ. კაკბის საკენკელა).[1]

სხვადასხვა წყაროებით, მიეკუთვნება Aegonychon-ის, Lithospermum-ის ან Buglossoides-ის გვარს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., კაკბის საკენკელა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 94.