მეძაღლეობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეძაღლეობამეცხოველეობის დარგი. ძაღლების კულტურული ჯიშების გამოყენება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში: სპორტში, არმიაში.მეძაღლეობაში განასხვავებენ 3 მიმართულებას: სასამსახუროს (სამწყემსო, შესაბმელი, საგუშაგო, სამძებრო და სხვა), სანადიროს (სარეწი, სპორტული), დეკორატიულს (ოთახის ძაღლები).

საქართველოში მეძაღლეობა განსაკუთრებით განვითარდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დაფუძნებულია საზოგადოებრივ საწყისებზე - სასამსახური მეძაღლეობა „დოსააფთან“ არსებული კლუბის, ხოლო სანადირო მეძაღლეობა „მონადირეთა კავშირის“ კინოლოგიური სექციის მეშვეობით (ჯიშთა მოვალა-მოშენება, გამოფენებსა და შეჯიბრებაში მონაწილეობა და სხვა). ამის შედეგად საქართველოს ჯიშიანმა ძაღლებმა მიიღეს როგორც საკავშირო, ისე მსოფლიო ჩემპიონის წოდებები (პოინტერი „ლედი“, მფლობელი შ. დოლიძე).

საქართველოში მეძაღლეობის განვითარებას ხელი შეუწყო პ. ჟორდანიას, ა. სარაჯიშვილის, ვ. შარაშენიძის, ლ. გოლოვნიას, ლ. ციციშვილისა და სხვათა ნაყოფიერმა მუშაობამ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დოლიძე შ., მეძებარი ძაღლები და ნადირობა, თბ., 1975;
  • იმნაიშვილი ბ., მეძებარი ძაღლის ლეკვი, თბ., 1977;
  • ჟორდანია პ., სანადირო ძაღლი, გამოც. მე-2, თბ., 1984;
  • Служебное и охотнич-е собаководство, М., 1964;