მეშვიდე ძის მეშვიდე ძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეშვიდე ძის მეშვიდე ძე (ინგლ. Seventh son of a seventh son) ხალხური თქმულებების მიხედვით დიდი მაგიური და მაკურნებელი თვისებებით უნდა დაბადებულიყო. ასეთი ადამიანები არიან ნათელმხილველები და შეუძლიათ ერთი ხელის დადებით ადამიანის განკურნება. ჰოლანდიელთა რწმენით, ჯადოქართა ანუ "ბრაუხერთა" ოჯახში გაჩენილი მეშვიდე ძის მეშვიდე ძეს, გააჩნდა გაცილებით ძლიერი ჯადოსნობის უნარი, ვიდრე ჩვეულებრიც ჯადოქარს და ამგვარი ჯადოს მოხსნა უფრო რთული იყო.

მეშვიდე ასულის მეშვიდე ასული ასეთი პრივილეგიებით არ სარგებლობს, თუმცა [[კატეგორია:ბოშები]]ს აზრით ასეთ ადამიანს ზუსტად შეუძლია გამოიცნოს მომავალი.

მეშვიდე ძის მეშვიდე ძეები სინამდვილეში[რედაქტირება]

  • პერი კომო (Perry Como) — მე-20 საუკუნის ამერიკელი კრუნერი
  • ლენ დაუსონი (Len Dawson) — ცნობილი ფეხბურთელი
  • ჯეკ უაითი (Jack White) — მუსიკოსი ჯგუფებიდან The White Stripes, The Raconteurs და The Dead Weather

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]