მეტრონომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მექანიკური მეტრონომი

მეტრონომი ( ბერძნ. metron - ზომა და nomos - კანონი) — მუსიკალური ტემპის სიჩქარის გასაზომი ხელსაწყო. მეტრონომის ტიპის ხელსაწყოების შექმნა დაიწყო XVII საუკუნეში. თანამედროვე მეტრონომის (გააუმჯობესა ავსტრიელმა ოსტატმა ი. მელცელმა, 1816) აქვს პირამიდის ფორმის ხის კორპუსი, რომელზეც არის დანაყოფებიანი ხის სკალა, საათის ხრახნილი მექანიზმი და ქანქარა პატარა მოძრავი ტვირთით. ქანქარის რხევა თანაზომიერი კაკუნით აღინიშნება. ქანქარის რხევის რაოდენობა (რიცხვი) დროის ერთეულში დამოკიდებულია ტვირთის მდებარეობაზე. მეტრონომის ასაწყობად საჭიროა ტვირთის დაყენება სკალაზე საჭირო ციფრის პირდაპირ. მელცელს მეტრონომით ტემპი ნოტებში პირობითად აღინიშნება MM-ით (ნაწარმოების დასაწყისში ან შუაში). გამოიყენება აგრეთვე ფიზკულტურული ვარჯიშის, ლაბორატორიული სამუშაოების და სხვა დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 618, თბ., 1983