მეტაპლაზია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტაპლაზია

მეტაპლაზია — ერთი სახის ქსოვილის გარდაქმნა მეორე, მორფოლოგიურად და ფუნქციურად განსხვავებულ ქსოვილად: მაგალითად, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი შეიძლება გადაიქცეს ხრტილოვან ან ძვლოვან ქსოვილად, ლორწოვანი გარსის ცილინდრული ეპითელიუმი მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმად და სხვა. მეტაპლაზიის მიზეზია ქრონიკული ანთებითი პროცესები, ავიტამინოზი და სხვა. განარჩევენ პირდაპირ და არაპირდაპირ მეტაპლაზიას. პირდაპირი მეტაპლაზიის დროს ქსოვილის ერთი სახე მეორე სახის ქსოვილად გარდაიქმნება მისი სტრუქტურული ელემენტების შეცვლის გზით, უჯრედების გამრავლების გარეშე. არაპირდაპირი მეტაპლაზიის დროს კი ახალი სახის ქსოვილი ვითარდება უჯრედების გამრავლების ხარჯზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ახალგაზრდა ქსოვილი, რომელიც მომწიფების პროცესში სხვა სახის ქსოვილად გადაიქცევა. არაპირდაპირი მეტაპლაზია უმეტესად რეგენერაციის დროს ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]