მერაბ დვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ დვალიშვილი
საერთო ინფორმაცია
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაიბადა 10 იანვარი, 1991 (1991-01-10) (33 წლის)
თბილისი, საქართველო
წონის კატეგორია ზემსუბუქი წონა
სიმაღლე 168 სმ
მწვრთნელი რეი ლონგო, მეტ სერა
პრომოუტერი UFC
პროფესიონალური კარიერა
ბრძოლა 21
მოგება 17
მოგება ნოკაუტით 3
წაგება 4
სხვა ინფორმაცია
საიტი https://www.ufc.com/athlete/merab-dvalishvili

მერაბ დვალიშვილი (დ. 10 იანვარი, 1991) — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC).

საწყისი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ დვალიშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში.[1][2][3][4] ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახდა პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.

2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი. ის ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა.[5]

UFC[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დვალიშვილმა პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 21 ბრძოლიდან, 17 მოიგო, მათ შორის სამში გამარჯვება ნოკაუტით მოახერხა. მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწვეტილებით საენზმა გაიმარჯვა.[6][7]

მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა UFC-ში 2024 წლის 18 თებერვალს, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „მოჩხუბარაძიდან“ „ცუკერას გლადიატორამდე“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის მასწავლებელი - kvirispalitra.ge
  2. დვალიშვილი: სოფელში გავიზარდე, მიზანი დავისახე, მსურს სამაგალითო ვიყო - crystalsport.ge
  3. მერაბის ცხოვრება ერთი დიდი კინოა, რომლის პირველი სერია ვანში დაიწყო, თბილისში გაგრძელდა, ახლა კი ნიუ იორკის სერია გადის...“- რას წერს გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილზე
  4. ვანის მერის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი
  5. Blaine Henry. (October 7, 2020) Stepan Kobenov: Combat Sambo World Champion. Fight-Library.com.
  6. LI’s Dvalishvili to debut at UFC Fresno en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-01. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  7. UFC Fight Night 123 results: Frankie Saenz outworks Merab Dvalishvili for split decision en (10 December 2017).
  8. „მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა #1TVSPORT“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)