მეოჯახეობისა და კულინარიის სკოლის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეოჯახეობისა და კულინარიის სკოლის შენობა
რუს. Здание школы домоводства и кулинарии
კოორდინატები 47°13′21″N 39°42′45″E / 47.222422° ჩ. გ. 39.712481° ა. გ. / 47.222422; 39.712481
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი გრიგორ ვასილევი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1901
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 6100023000 № 6100023000

მეოჯახეობისა და კულინარიის სკოლის შენობა (რუს. Здание школы домоводства и кулинарии) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს სემაშკოს შესახვევში სათათბიროს მიმართულებით. აგებულია 1901 წელს ეკლექტიკის სტილში არქიტექტორ გრიგორი ვასილევის პროექტის მიხედვით[1]. მეოჯახეობისა და კულინარიის სკოლის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

მისამართი: დონის როსტოვი, სემაშკოს შესახვევი № 51/1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის შენობა XX საუკუნის დასაწყისში

1898 წელს როსტოველმა ვაჭარმა და „სპირტის მეფემ“ ნიკოლაი ტოკარევმა თავისი ფინანსებით გახსნა სამზარეულო ხელოვნებისა და მეოჯახეობის პრაქტიკული სკოლა. თავდაპირველად იგი განთავსებული იყო ტოკარევის ქალთა სასწავლებლის მეორე სართულზე[3]. 1901 წელს ვაჭარ ტოკარევის ფინანსებით არქიტექტორ გ. ვასილევის პროექტის საფუძველზე ააშენა ახალი შენობა სკოლისათვის, რომელიც მდებარეობდა ნიკოლაევსკის (ამჟამად სემაშკოს) შესახვევში. ვაჭარმა აღნიშნული შენობა საჩუქრად გადასცა ქალაქს[4].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შენობაში სასადილო გახსნეს. 1990-იან წლებში მოხდა შენობის პრივატიზაცია და შიგ განთავსდა კაფე „ტერეზა“[3]. 2009 წელს შენობა შეიძინა ჰოლდინგმა „Ginza Project“ და იქ გახსნა კლუბ-რესტორანი „კულტურის პარკი“[5]. ახალმა მფლობელმა შეცვალა შენობის ფასადის ფერთა გამა და იგი გადაწყვიტა ნაცრისფერ ფერებში[3].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა ორსართულიანია, აგებულია წითელი აგურით ეკლექტიკის სტილში. მისი ფასადის გაფორმებაში გამოყენებულია სხვადასხვა განსხვავებული არქიტექტურული სტილი. შენობის მეტალის სახურავი - მოდერნის სტილშია. ფანჯრის ღიობების გაფორმება შეიცავს კლასიციზმის ელემენტებს. მაიოლიკის ჩანართები ფსევდორუსული არქიტექტურული სტილია[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Любовь Феоктистовна Волошинова. Городской архитектор начала XX века — Григорий Николаевич Васильев. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  3. 3.0 3.1 3.2 Здание Школы домоводства и кулинарии. voopiik-don.ru (2012-08-01). ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  4. 4.0 4.1 Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  5. О ресторане Park Культуры. ginzaproject.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2013-11-23.