მენაპირე აფთარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენაპირე აფთარი
Parahyaena brunnea 3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: აფთრისებრნი
გვარი: აფთარი
სახეობა: მენაპირე აფთარი
ლათინური სახელი
Hyaena brunnea
დაცვის სტატუსი
Hyaena brunnea distribution.svg

მენაპირე აფთარი, მურა აფთარი (Hyaena brunnea), ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 65-88 სმ, სხეულის სიგრძე 100-135 სმ, კუდის 18-25 სმ, წონა 37-50 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 24, ხოლო ტყვეობაში 13 წელია. მურა ანუ მენაპირე აფთარი გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის უდაბნოებში, მინდვრებში, ტყიან ადგილებსა და სანაპირო ზოლებში. მისი ბეწვის საფარი უფრო გრძელია, ვიდრე ხალებიანი აფთრისა და შეფერილია მუქი მურა ფერით. ზურგზე გრძელი ფაფარი მოსასხამს მოგვაგონებს. ამის გამო აფთრის ეს სახეობა უფრო დიდად მოჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის.