მენაის დაკიდული ხიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენაის დაკიდული ხიდი
2005 წელს აღდგენის შემდეგ
1840-იანი წლების ფაიფურის თეფშზე გამოსახული ხიდი

მენაის დაკიდული ხიდი (ინგლ. Menai Suspension Bridge, უელს. Pont Grog y Borth), დაკიდული ხიდი, რომელიც კუნძულ ანგლესის უელსის სანაპიროსთან აკავშირებს. თომას ტელფორდის პროექტის ხიდი 1826 წელს აშენდა და ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ტიპის დაკიდული ხიდია მსოფლიოში.

მშენებლობა[რედაქტირება]

ხიდის აგებამდე კუნძულს მთავარ მიწასთან ფიქსირებული დამაკავშირებელი საშუალება არ ჰქონდა. კუნძულთან დაკავშირება მხოლოდ ბორნით შეიძლებოდა (ან დიდი გაჭირვებით ფეხით, მიქცევისას). 1800 წლის კავშირის ედიქტით ირლანდიაში ტრანსპორტის საჭიროება უფრო აქტუალური გახდა, და ვინაიდან ჰოლიჰედი ერთ-ერთი მთავარი ტერმინალი იყო დუბლინისთვის, გადაწყდა, რომ ხიდი აუცილებელი იყო.

ლონდონიდან ჰოლიჰედამდე სატრანსპორტო მიმართულების გაუმჯობესება თომას ტელფორდს დაევალა. მისი პროექტის მთავარი ასპექტი მენაის სრუტეზე დაკიდული ხიდის მშენებლობა იყო. ხიდის დიზაინი მოქცევისას სრუტეზე 100 ფუტი სიმაღლის გემების გატარების საშუალებას იძლეოდა.

ხიდის მშენებლობა 1819 წელს დაიწყო სრუტის ორივე მხარეს კოშკების დადგმით. ახლომდებარე პენმონის კირქვით ნაგები კოშკები შიგნით ფუტურო იყო და სიმაგრისთვის დიაგონალური კედლები ჰქონდა დამატებული. შემდეგ დამზადდა თექვსმეტი უზარმაზარი ჯაჭვური კაბელი. თითოეული მათგანი 935 ტონა რკინის ზოდებისგან შედგებოდა, და მათ 176 მეტრის გაშლა უნდა გაემაგრებინათ. დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად, ყოველი კაბელი თავდაპირველად სელის ზეთში ამოავლეს.

ხიდი დიდი ზარზეიმით გახსნეს 1826 წლის 30 იანვარს. მან ლონდონიდან ჰოლიჰედამდე 36-საათიანი მგზავრობა 9 საათამდე შეამცირა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]