მემარგალიტეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მემარგალიტეები — ზღვისა და მტკნარი წყლის ორსაგდულიანების საერთო სახელწოდება, რომელთა მანტიაშიც წარმოიქმნება მარგალიტი. ტროპიკული ზღვების მემარგალიტეების (გვარი Pinctada) რეწვა მარგალიტის მოსაპოვებლად წარმოებს; იაპონიაში მათ სპეციალურად ამრავლებენ. მტკნარი წყლის მემარგალიტეები (გვარი Margaritifera ან Margaritana) ბინადრობენ ზომიერი ჰავის ზონაში სუფთა, გამჭვირვალე მდინარეებში. მემარგალიტეების ნიჟარა შიგნიდან დაფარულია სადაფის სქელი შრით, რომლისაგანაც ამზადებენ ღილებს და სხვა ნაკეთობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]