ვიკიპედიიდან
მელაკუდა (Alopecurus), მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია. ყოფილ სსრ-ში გვხვდება 29 სახეობა. საკვები მნიშვნელობა აქვს 22 სახეობას. ყვავილობის შემდეგ სწრაფად უხეშდება, რის გამოც მცირდება მისი კვებითი ღირებულება, როგორც საკვები. ყველაზე მნიშვნელოვანია მდელოს მელაკუდა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის ტყიან ზონაში, კავკასიაში და შუა აზიის მთიან რაიონებში. საქართველოში გვხვდება ტენიან მდელოებსა და ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე.
- ყრუაშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 554, თბ., 1983