მეიბელ სტრიკლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეიბელ სტრიკლენდი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1899(1899-01-08)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Lija
გარდაცვალების თარიღი 29 ნოემბერი, 1988(1988-11-29)[1] [2] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი Mdina
მოქალაქეობა  მალტა
მამა Gerald Strickland, 1st Baron Strickland[3]
დედა Lady Edeline Sackville[3]
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი

მეიბელ ედელინ სტრიკლენდი, (დ. 8 იანვარი, 1899 — გ. 29 ნოემბერი, 1988), — ანგლო - მალტელი ჟურნალისტი, გაზეთის მფლობელი და პოლიტიკოსი.

ოჯახი და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრიკლენდი იყო სერ ჯერალდ სტრიკლენდის, მოგვიანებით მალტის მე-4 პრემიერ-მინისტრის და ლედი ედელინ საკვილის ქალიშვილი.

მისი დედა იყო რეჯინალდ საკვილის უფროსი ქალიშვილი. [4]

მეიბელი არასოდეს დაქორწინებულა, ქონების დიდი ნაწილი თავის ერთადერთ მემკვიდრეს რობერტ ჰორნიოლდ-სტრიკლენდს დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მეიბელმა 1979 წელს შექმნა სტრიკლენდის ფონდი „საკუთარ თავისთვის და მისი მემკვიდრეებისთვის სამუდამოდ“, მისი ძირითადი აქტივი, მათ შორის შპს Allied Newspapers-ის დიდი წილის ჩათვლით, მისი ოჯახის სახლთან ერთად და ყველა მისი პირადი, იურიდიული და ადმინისტრაციული დოკუმენტი, ანდერძის აღმსრულებლებმა წაართვეს მეიბელის მემკვიდრეს. ამას მოჰყვა ორი მნიშვნელოვანი საქმის წარმოება სასამართლოში მისი მემკვიდრის მიერ ფონდისა და შპს Allied Newspapers-ის წინააღმდეგ. 

საცხოვრებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიბელ სტრიკლენდმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა პარიზის ვილაში, ლიჯა, მალტა. მანამდე იგი ცხოვრობდა თავის საოჯახო სახლში ვილა ბოლონიაში, ატარდი, მალტა - მამის, ლორდ სტრიკლენდის, სახლში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრიკლენდმა დააარსა საგაზეთო ჯგუფი მალტაში მამასთან და დედინაცვალთან, ლედი სტრიკლენდთან(მარგარეტი, ედვარდ ჰულტონის ქალიშვილი), ერთად. 1935 წელს იგი იყო The Times of Malta-სა და „Il Berqa“-ს რედაქტორი, სანამ 1940 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფის მმართველი დირექტორის პოზიციას დაიკავებდა. გაზეთს არასოდეს გამოუტოვებია გაუშუქებლად მიმდინარე საკითხები მეორე მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად იმისა რომ მალტა იმყოფებოდა ალყაში და რამდენჯერმე მიიღო პირდაპირი დარტყმა. მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა პროგრესულ კონსტიტუციონალისტთა პარტიას 1950-იან წლებში და იყო 1950-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერი. მონაწილეობდა ინტეგრაციის მიზნით მოლაპარაკებებში 1956-57 წლებში, ასევე ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებლობას 1964 წელს. იგი აირჩიეს მალტის პარლამენტში 1962 წელს. ის ყოველთვის აქტიურად იბრძოდა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესისთვის და ცდილობდა, შეენარჩუნებინა მალტის კავშირები ბრიტანეთთან და თანამეგობრობასთან. პენსიაზე გასვლისას მან ოჯახის სახელით დააარსა „სტრიკლენდის ფონდი“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიბელ სტრიკლენდი გარდაიცვალა 1988 წლის 29 ნოემბერს და დაკრძალულია სტრიკლენდის ოჯახის სასაფლაოზე წმინდა პავლეს ტაძარში, მდინაში. 

მეიბელ სტრიკლენდის მიერ არჩეული ერთადერთი მემკვიდრე იყო მისი ძმისშვილი რობერტ ჰორნიოლდ-სტრიკლენდი, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და არც საკუთარი შვილები ჰყოლია. [5] თუმცა, სტრიკლენდის გარდაცვალების შემდეგ, მას შემდეგ რაც რობერტ ჰორნიოლდ-სტრიკლენდი მალტას ტოვებდა, მეიბელი, როგორც მოხუცი ქალბატონი, დაარწმუნა ადვოკატმა, შეეცვალა თავისი ანდერძი, რომლის მიხედვითაც ადვოკატი უნდა გამხდარიყო მისი ანდერძის ორი აღმასრულებლიდან ერთ-ერთი. შესწორებული ანდერძის მიუხედავად, მისი დიდი ძმისშვილი მაინც რჩებოდა მის ერთადერთ მემკვიდრედ. მაგრამ შესწორებული და ძალიან გაურკვეველი ანდერძის შედეგად, მეიბელის ქონება იურიდიული კონფლიქტის საგანი გახდა ჰორნიოლდ-სტრიკლენდსა და სტრიკლენდის ფონდს შორის. [6] მეიბელ სტრიკლენდმა შექმნა ეს ფონდი „საკუთარი თავისთვის და მისი მემკვიდრეებისთვის სამუდამოდ“. რობერტ ჰორნიოლდ-სტრიკლენდმა 2010 წელს წამოიწყო სამართლებრივი დავა ანდერძის აღმსრულებლების წინააღმდეგ და ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა საკითხის მეგობრულად მოგვარებას. ხანდაზმულმა აღმასრულებლებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, გადაეცათ მისთვის Allied Newspapers Ltd-ის (Times of Malta) მთავარი წილი. ხოლო, კონკრეტულ პირზე ქონების გადაცემის საკითხი რთულდებოდა, რადგან სტრიკლენდის ფონდი რეგისტრირებულია როგორც იურიდიული პირი და არის „კორპორატიული ორგანო“ . იგი არ არის უფლებამოსილი იყოს აქციონერი მალტის კანონის შესაბამისად კომპანიების შესახებ, ასევე Allied Newspapers Ltd-ის საკუთრების შესახებ დოკუმენტში არსებული პირობებით, რაც არც ერთ „კორპორაციულ ორგანოს“ არ აძლევს უფლებას იყოს აქციონერი. ეს დაურეგულირებელი გადაცემა, სადაც არცერთი გადაცემის ინსტრუმენტი არ წარმოუდგენიათ აღმსრულებლებს, ახლაც არის კიდევ ერთი სასამართლო დავის საგანი, რომელიც რობერტ ჰორნიოლდ-სტრიკლენდის მიერ არის გამოტანილი და ჯერ კიდევ სასამართლოშია. [7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.independent.com.mt/articles/2021-04-07/local-news/It-is-for-the-courts-to-decide-thether-my-claims-are-justified-Robert- ჰორნიოლდ-სტრიკლენდი-6736232383

https://www.independent.com.mt/articles/2021-04-12/local-news/Strickland-Foundation-hijacked-Mabel-s-legacy-for-their-own-political-ends-Robert-Strickland- 6736232531

https://www.maltatoday.com.mt/news/national/108808/strickland_heir_on_allied_board_insists_hillman_promotion_was_fait_accompli#. YIRl8pAzZPY

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 3.2 Lundy D. R. The Peerage
  4. THE LIFE OF MABEL STRICKLAND, THE UNCROWNED QUEEN OF MALTA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 26 October 2014
  5. Hornyold-Strickland, Robert (26 November 2012). „A personal recollection of my aunt“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 8 May 2017. ციტატა: „She was particularly proud of her Strickland heritage and, in 1975, decided to clarify her succession by choosing me as her heir. This was the first time that she had written a will since 1940 after her father died.“
  6. Balzan, Jurgen (23 November 2016). „Times of Malta founder's nephew insists Mabel Strickland files are his“. MaltaToday (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 May 2017.
  7. Malta Winds დაარქივებული 2021-05-17 საიტზე Wayback Machine. - a website with the full unabridged story can be found at www.mabelstricklandlegacytherealstory.com