მეთიუ მორისონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეთიუ მორისონი
Matthew Morrison 2009 (cropped).jpg
დაბადების სახელი მეთიუ ჯეიმს მორისონი
დაბადების ადგილი ფორტ-ორდი, კალიფორნია
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დაიბადა ოქტომბერი 30, 1978 (1978-10-30) (ასაკი 33)
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, მუსიკოსი;
შემოქმედების წლები 1999-დან დღემდე.

მეთიუ ჯეიმს მორისონი(Matthew James Morrison) — 1978 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ ფორტ ორდში, კალიფორნიის შტატში. მომღერალი და მსახიობი კარგადაა ცნობილი თავისი თეატრალური სამუშაოებით და უილ შუსტერის როლით რომელსაც, ტელესერიალ კლუბში ასრულებს. უილის როლის განსახიერებისათვის, მსახიობს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მიენიჭა. აგრეთვე იყო წარდგენილი ოქროს გლობუსისა და ემის დაჯოლდოვებებზე.

[რედაქტირება] ადრეული წლები

სკოლაში, მეთიუ ფეხბურთის გუნდის წევრი და მოსწავლეთა საბჭოს პრეზიდენტი იყო. მსახიობობამ იგი მაშინ გაიტაცა, როდესაც თეატრალურ ბანაკს სტუმრობდა. ამის შემდეგ მან დაიწყო სკოლის დადგმებში მონაწილეობა. მეთიუმ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა. ორი წლის შემდეგ მან დატოვა სასწავლებელი და ბროდვეის თეატრს შეუერთდა.

[რედაქტირება] კარიერა

მორისონმა კარიერა ბროდვეიზე დაიწყო, იგი წარმატებულად მონაწილეობდა მუსიკალურ დადგმებში ამიტომაც, 2005 წელს ტონის პრემია მიიღო.1999 წლის შემდეგ, მეთიუ მორისონმა ოცამდე როლი მიიღო კინოსა და ტელევიზიაში. დიდი პოპულარობა ხვდა წილად სერიალი კლუბის შემდეგ სადაც, ესპანური ენის მასწავლებლისა და მუსიკალური კლუბის ხელმძღვანელ, უილ შუსტერს ანსახიერებს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე