მედასავლეთეები
მედასავლეთეები — საზოგადოებრივი მიმდინარეობა რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის შუა წლებში. მისი წარმომადგენლები იყვნენ პ. ჩაადაევი, ივანე ტურგენევი, პ. ანენკოვი, მ. კატკოვი, ტ. გრანოვსკი, ს. სოლოვიოვი და სხვები. მედასავლეთეები იბრძოდნენ ბატონყმობის გაუქმებისთვის და რუსეთისთვის აუცილებლად მიაჩნდათ განვითარების დასავლეთ-ევროპული გზა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 537.
- ЗА́ПАДНИКИ — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)