მეგალესებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგალესებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  მეგალესებრნი
ლათინური სახელი
Cecidomyiidae

მეგალესებრნი (ლათ. Cecidomyiidae ან Itonididae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. პატარა მწერებია (1-5 მმ). უმდაბლეს მეგალესებრთა მატლები გახრწნილი მცენარეების ნარჩენებში ვითარდება, უმაღლესისა — მცენარეების ქსოვილებში, სადაც გალებს წარმოქმნიან. ცნობილია მეგალესებრთა 3,5 ათასი სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ფართოდ არის გავრცელებული ჰესენის ბუზი (Mayetida destructor), ფეტვის კოღონა (Stenodiplosis panci), ხორბლის კოღონა (Contarinia tritici) და სხვა მეგალესებრნი. მეგალესებრნი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]