მგლინავასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მგლინავასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Certhiidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მგლინავასებრნი (Certhiidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 გვარს: მგლინავებსა (Certhia) და კლდეცოციებს (Tichodroma). გავრცელებულია ევროპის, აზიის (სამხრეთით ჰიმალაის მთებამდე), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკისა და ამერიკის ტყეებში. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 3 სახეობა: ჩვეულებრივი მგლინავა (Certhia familiaris), მოკლეთითა ანუ ბაღის მგლინავა (Certhia brachydactyla) და ჰიმალაური მგლინავა (Certhia himalayana), რომელთაგან პირველი ორი საქართველოშიც იბუდებს. ბუდეს იკეთებენ ხის ბზარებსა და ქერქში. დედალი 4-7 კვერცხს დებს, 2 კვირას კრუხობს. მგლინავასებრნი ობობებითა და მწერებით იკვებება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 6, გვ. 527, თბ., 1983
სტატიის 