მაღალმთის სამყურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალმთის სამყურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  სამყურა
სახეობა:  მაღალმთის სამყურა
ლათინური სახელი
Trifolium alpestre L.

მაღალმთის სამყურა (ლათ. Trifolium alpestre) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ჩვეულებრივ, მჭიდროდ მიკრული ბეწვითაა მოფენილი. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, მაგარი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი, 15-40 სმ სიმაღლის. ფოთლები მეტწილად ღეროსეულია, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ხოლო ზედა – მოკლეყუნწიანი, ზოგჯერ ხეშეში, ლანცეტა ან ვიწრო-ელიფსური ფორმის. ყვავილედი მარტოულია, ზოგჯერ ორ-ორი, ხშირი, მრავალყვავილიანი. გვირგვინი მეწამულ-წითელი ფერისაა, იშვიათად – ღია ვარდისფერი ან თითქმის თეთრი. იზრდება ბუჩქნარებში, ნათელ ტყეებსა და ტყეების პირას, მშრალ მდელოებზე. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]