მაქცია (ლათ. Jynx) — ფრინველთა გვარი კოდალასებრთა ოჯახისა. მცირე ზომის ფრინველებია. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ახასიათებთ დიდი თავი და გრძელი ენა, რომელიც ეხმარება ხის ქერქიდან მწერების ამოყვანაში, ნამდვილი კოდალებისგან განსხვავებით ნისკარტი მოკლე აქვთ. ფეხებზე გააჩნიათ ოთხი თითი, რომლებიდანაც ორი წინაა მიმართული, ხოლო ორი — უკან. გვარში ორი სახეობაა: 1. ჩვეულებრივი მაქცია (ლათ. Jynx torquilla), რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, ბუდობს ტყის ზონებში და 2. წითელყელა მაქცია (ლათ. Jynx ruficollis), რომელიც გავრცელებულია აფრიკაში, საჰარის სამხრეთით.