მაქსიმოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმოვის სახლი
რუს. Дом Максимова
კოორდინატები 47°13′04″N 39°42′52″E / 47.2179° ჩ. გ. 39.714317° ა. გ. / 47.2179; 39.714317
მდებარეობა დონის როსტოვი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100042000
გახსნის თარიღი 1867

მაქსიმოვის სახლი (რუს. Дом Максимова) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში[1] კლასიციზმის სტილში[2]. სახლი არის ქალაქის დღემდე შემონახული ერთ-ერთი უძველესი ქვის შენობა. სახლის პირველი მფლობელი იყო ვაჭარი პ. მაქსიმოვი[1]. ნაგებობას გააჩნია ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმოვის სახლი XIX საუკუნეში

1867 წელს დონის როსტოვის ბაზრის მოედანზე ააშენეს ორსართულიანი შემოსავლების სახლი[4]. იგი ეკუთვნოდა მარცვლეულის ვაჭარ პ. მაქსიმოვს, რომელსაც ეკუთვნოდა ასევე წისქვილები. ზოგიერთი ვარაუდით შენობის არქიტექტორია ტროფიმ შარჟინსკი[1]. 1868 წელს მაქსიმოვის სახლში გაიხსნა სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილები და სახლში გადავიდა საქალაქო საკრებულო და სხვა სახელმწფოებრივი დაწესებულებები[4]. ქალაქის საკრებულო მაქსიმოვის სახლში დარჩა 1899 წლამდე. 1899 წელს კი მისთვის აშენდა ახალი შენობა დიდი სადოვაიის ქუჩაზე[2].

2000-იან წლებში სახლმა გამოიცვალა რამდენიმე მფლობელი. შენობაში განათავსეს სხვადასხვა მაღაზიები და ოფისები. ამავე პერიოდში დაიწყო დავა მაქსიმოვის სახლის დაცვის შესახებ. 2006 წლის აპრილში დონის როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლომ ძეგლს მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი[5]. მოგვიანებით პროკურატურა ცდილობდა გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მაქსიმოვის სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია[6]. 2006 წელს შენობაზე დაკიდეს მემორიალური დაფა, მაგრამ 2011 წელს ფასადის რეკონსტრუქციის დროს იგი ჩამოხსნეს[6].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი მდებარეობს სტანისლავსკის ქუჩისა და სემაშკოს შესახვევის გადაკვეთაზე. ნაგებობის ფასადი მიმართულია ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მხარეს[1]. შენობა აგებულია გვიანი კლასიციზმის სტილში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 39—40. — ISBN 5-8456-0489-3.
  2. 2.0 2.1 Кукушин B. C. Русский классицизм // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-28.
  4. 4.0 4.1 Думские адреса и почти всё о доме Максимова. rostovbereg.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-08.
  5. Беспамятство в законе. Новая газета на Дону (2006-04-16). ციტირების თარიღი: 2013-10-08.
  6. 6.0 6.1 Олег Петрушин. (2011-04-21) Дом Максимова низложили. rostov-dom.info. ციტირების თარიღი: 2013-10-08.