მატილდე სერაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატილდე სერაო
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1856(1856-03-07)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი პატრა[5]
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 1927(1927-07-25)[1] [2] [3] [4] [7] [5] [6] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნეაპოლი[8] [5]
ფსევდონიმი Gibus[8] , Giuliano Sorel[9] , Ciquita და Tuffolina
საქმიანობა მწერალი[5] [6] [10] , ჟურნალისტი[6] , რომანისტი და რედაქტორი[8]
ენა იტალიური ენა
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო
ორი სიცილიის სამეფო
 საბერძნეთი
მეუღლე Edoardo Scarfoglio[11]
შვილ(ებ)ი Michele Scarfoglio და Carlo Scarfoglio
ხელმოწერა
მატილდე სერაო.

მატილდე სერაო ( ბერძ. Ματθίλδη Σεράο  ; დ. 14 მარტი, 1856 – გ. 25 ივლისი, 1927) — იტალიელი ჟურნალისტი და რომანისტი . ის იყო პირველი ქალი, რომელიც გამოიძახეს იტალიური გაზეთის Il Corriere di Roma და მოგვიანებით Il Giorno-ს რედაქტორად. სერაო ასევე იყო გაზეთ Il Mattino- ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი და რამდენიმე რომანის ავტორი. მას არასოდეს მიუღია ნობელის პრემია ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ექვსჯერ იყო ნომინირებული. [12]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერაო დაიბადა საბერძნეთის ქალაქ პატრაში, იტალიელი მამის, ფრანჩესკო სერაოსა და ბერძენი დედის, პაოლინა ბორელის (ან ბონელის) ოჯახში. [13] [14] მისი მამა, ნეაპოლელი ჟურნალისტი, პოლიტიკური მიზეზების გამო საბერძნეთში ნეაპოლიდან წავიდა ემიგრაციაში. [14] [15]

1860 წელს ოჯახი დაბრუნდა იტალიაში, ჯერ კარინოლაში, შემდეგ კი ნეაპოლში. სერაო გაიზარდა სიღარიბეში და მუშაობდა სკოლის დირექტორად. მან ეს გამოცდილება მოგვიანებით აღწერა მოთხრობების წიგნის წინასიტყვაობაში, სახელწოდებით Leggende Napolitane (ნაპოლის ლეგენდები, 1881). მან პოპულარობა პირველად მოიპოვა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა თავისი მოთხრობები Il Piccolo- ში, გაზეთში, რომელსაც რედაქტირებდა როკო დე ზერბი . 1883 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი, Fantasia (ფანტაზია), რომელმაც დაამკვიდრა იგი, როგორც ავტორი, რომელსაც შეუძლია წეროს სენტიმენტებითა და ანალიტიკური დახვეწილობით.

1880-დან 1886 წლამდე ის ცხოვრობდა რომში, სადაც დაწერა მოთხრობების ხუთტომეული და რომანები, რომლებიც ეხებოდა უბრალო ადამიანების ბრძოლას და გამოირჩეოდა დაკვირვების დიდი სიზუსტითა და ჩანაფიქრის სიღრმით.

ქმართან, ედოარდო სკარფოგლიოსთან ერთად, მან დააარსა Il Corriere di Roma, პირველი იტალიური მცდელობა ყოველდღიური ჟურნალის მოდელირებისა პარიზული პრესის მიხედვით. გაზეთი ხანმოკლე იყო და მისი დაშლის შემდეგ სერაო გადავიდა ნეაპოლში, სადაც გამოსცა Il Corriere di Napoli . 1892 წელს მან მეუღლესთან ერთად დააარსა Il Mattino, რომელიც გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი და კითხვადი ყოველდღიური გაზეთი სამხრეთ იტალიაში. მან დააარსა საკუთარი გაზეთი Il Giorno 1904 წელს და მართავდა გარდაცვალებამდე. ჟურნალისტური კარიერის სტრესი არანაირად არ ზღუდავდა მის ლიტერატურულ საქმიანობას; 1890-1902 წლებში მან დაწერა რომანები, რომლებშიც ადამიანების პერსონაჟი გამოხატულია მგრძნობიარე ბუნებით. მათი უმეტესობა ითარგმნა ინგლისურად. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ინგლისელმა რომანისტმა ჯორჯ გისინგიმ წაიკითხა მისი სამი ნაწარმოები იტალიურ ენაზე 1894 წლის ნოემბრიდან 1895 წლის იანვრის დასაწყისში. [16]

სერაო იყო 1925 წლის ანტიფაშისტური ინტელექტუალების მანიფესტის ხელმომწერი. ის იყო ფაშისტური ქალთა ჟურნალის, ლიდელის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ედოარდო სკარფოლიოს გარდაცვალების შემდეგ (1917), სერაო დაქორწინდა ჯუზეპე ნატალიზე. როდესაც მისი მეორე ქმარიც გარდაეცვალა, ის მარტო დარჩა, მაგრამ 1920-იან წლებში ჟურნალისტური და ლიტერატურული მოღვაწეობა იგივე ენერგიით განაგრძო. 1926 წელს იგი იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მაგრამ მისი კანდიდატურა მუსოლინიმ შეაჩერა ფაშიზმის წინააღმდეგ პოზიციების გამო. ნობელის პრემია მიენიჭა გრაცია დელედდას.

მატილდა გარდაიცვალა 1927 წელს გულის შეტევით, წერის პროცესში. იგი დაკრძალეს ნეაპოლის პოჯიორელეს სასაფლაოზე, საოჯახო სამლოცველოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 The Fine Art Archive — 2003.
  7. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 8.2 WeChangEd
  9. https://archive.org/details/giornalisti-italiani/page/n81/mode/1up?q=matilde+serao — გვ. 86.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. autori vari Enciclopedia TreccaniIstituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
  12. Nomination Database. ციტირების თარიღი: 2017-04-19
  13. Romani, Gabriella (2006). "Matilde Serao (1856–1927)." In: Encyclopedia of Italian Literary Studies. New York: Routledge, p. 1735.
  14. 14.0 14.1 Library of the World's Best Literature: Ancient and Modern. 
  15. Gambling, Game, and Psyche. 
  16. Coustillas, Pierre ed. London and the Life of Literature in Late Victorian England: the Diary of George Gissing, Novelist. Brighton: Harvester Press, 1978, pp.351-3.