მარჯანიშვილი (მეტროსადგური)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარჯანიშვილი
ახმეტელი-ვარკეთილის ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
გახსნის თარიღი 11 იანვარი, 1966
არქიტექტორები ო. მელია
გ. მელქაძე
მშენებელი კომპანია „თბილქალაქპროექტი“

„მარჯანიშვილი“თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „ვაგზლის მოედანის“ და „რუსთაველის“ სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ო. მელია და გ. მელქაძე. სადგურის მშენებლობას საპროექტო კომპანია „თბილქალაქპროექტი“ აწარმოებდა.

მოლურჯო და თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული სადგურში ახლად დამონტაჟებულია სარეკლამო ბილბორდები, თანამედროვე ტიპის მონიტორები. მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული. სწორედ მის სახელს ატარებს სადგური. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]