მარტოკბილა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტოკბილა
Narwal.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ვეშაპისნაირნი
ოჯახი: დელფინისებრნი
სახეობა: მარტოკბილა
ლათინური სახელი
Monodon monoceros
დაცვის სტატუსი
არეალი
Cetacea range map Narwhal.png

მარტოკბილა (Monodon monoceros), ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 5-6 მ, მასა — 1 ტ აღწევს. აქვს მხოლოდ ზედა 2 კბილი, რომელთაგან მარცხენა ძლიერ ვითარდება და 3 მ-მდე სიგრძეს აღწევს. გავრცელებულია არქტიკის ზღვებში. იკვებება ტავფეხიანი მოლუსკებით და თევზებით. ახალგაზრდა მარტოკბილა მოცისფრო-მორუხოა, ხანდაზმული — მუცლის მხრიდან მოთეთრო-მოყვითალო; ზურგის მხარეზე ხალები ემჩნევა. შობს 1 (იშვიათად 2) ნაშიერს, რომლის სიგრძე 1,5 მ აღწევს. ცხოვრობს ხროვად. ზოგან მარტოკბილას ხორცს ჭამენ და მის ტყავსა და კბილებს იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 461, თბ., 1983

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე