მარსელის ტარო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარსელის ტარო (ფრანგ. Tarot de Marseille) — ტაროს კარტის განსაკუთრებული ისტორიული დიზაინის განზოგადოებული სახელწოდება. პირველად ეს სახელწოდება ბერჭდვით წყაროში პაპიუსმა მოიხსენია წიგნში „ბოშური ტარო“ (1889). თუმცა მას შემდეგ კიდევ დიდი დროის განმავლობაში ევროპელი ოკულტისტები ამ დიზაინს „იტალიურს“ უწოდებდნენ, ვინაიდან მასში იტალიური ნიშნები ფიგურირებს და, სავარაუდოდ, ის იტალიიდან არის წარმოშობით. საფრანგეთში ამ კარტებს ბეჭდავდნენ XVII საუკუნიდან არა მხოლოდ მარსელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. საბოლოოდ ეს ტერმინი „მარსელის ტარო“ პოლ მარტომ დაამკვიდრა. 1930 წელს მან გამოსცა დასტა „უძველესი მარსელის ტარო“, რომელიც ნიკოლა კონვერის ვარიანტს ეფუძნებოდა და ამჟამად ფართოდ არის ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის ფირმის გრიმო (Grimaud/France Cartes) რეპროდუქციებით. 1949 წელს მარტომ გამოაქვეყნა წიგნი „მარსელის ტარო“, რომელშიც დეტალურად აქვს აღწერილი ყველა 78 კარტის სიმბოლური მნიშვნელობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]