მარკომანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარკომანები — ძველ გერმანელთა ტომი. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში სახლობდნენ თანამედროვე საქსონიისა და თიურინგიის ტერიტორიაზე. ძვ. წ. II საუკუნის დამლევს - I საუკუნის დამდეგს შუა და ზემო მაინისკენ წაიწიეს. ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისში მარკომანები შედიოდნენ არიოვისტის ხელმძღვანელობით შექმნილ ტომთა კავშირში. ძვ. წ. 8 წელს რომაელების მიერ ჩრდილოეთ გერმანიის დაპყრობის შემდეგ გადასახლდნენ ახლანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე, სადაც მარობოდის მიერ შექმნილ ტომთა კავშირში შევიდნენ, როდესაც მარობოდი ხერუსკების ბელადმა არმინიუსმა დაამარცხა (ახ. წ. 17 წელი), მარკომანებმა დუნაისკენ დაიხიეს. I-II საუკუნეებში მარკომანები და კვადები ხშირად ერთად უქმნიდნენ საფრთხეს რომაელებს დუნაის საზღვარზე, რასაც 166-180 წლებში მარკომანთა ომი მოჰყვა. IV საუკუნეში ხალხთა დიდი გადასახლების ტალღას შეუერთდნენ, ხოლო V საუკუნეში ახლანდელი ბავარიის ტერიტორიაზე დასახლდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]