არმინიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ დეტმოლდში მდგარი არმინიუსის ეს ქანდაკება გერმანელთა ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოა

არმინიუსი (ლათ. Arminius; დ. დაახლ. ძვ. წ. 17 — გ. დაახლ. ახ. წ. 21) — ძველი გერმანული ხერუსკების ტომის მეთაური, რომელმაც ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში ბრძოლისას სამი რომაული ლეგიონის განადგურებით რომის იმპერიას უდიდესი ზარალი მიაყენა. ანტიკური წყაროები არმინიუსის ბიოგრაფიიდან მხოლოდ მცირე რაოდენობით ცნობებს იძლევიან. ტაციტუსი არმინიუსს „გერმანიის განმათავისუფლებელს“ უწოდებს, რასაც ეფუძნება ხერუსკების მეთაურის პოსტანტიკური სურათი. არმინიუსი უფრო ხშირად მხატვრული შემოქმედების ობიექტია. მან დასამაბი მისცა არაერთი გერმანული ნაციონალური მითის თუ სიმბოლური ფიგურის ჩამოყალიბებას. 1945 წლიდან მოყოლებული გერმანულენოვანი კვლევები არმინიუსს სხვადასხვანაირად აფასებენ. მისი გერმანული სახელი უცნობია, რის გამოც ხშირად ხდება სპეკულაცია და პარალელების გავლება ზიგფრიდთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ralf G. Jahn: Der Römisch-Germanische Krieg (9–16 n. Chr.). Dissertation, Bonn 2001.
  • Michael Sommer: Die Arminiusschlacht. Spurensuche im Teutoburger Wald. Alfred Kröner Verlag, Stuttgart 2009, ISBN 978-3-520-50601-6.
  • Rainer Wiegels, Winfried Woesler (Hrsg.): Arminius und die Varusschlacht. Geschichte, Mythos, Literatur. 3., aktualisierte und erweiterte Auflage. Schöningh, Paderborn u.a. 2003, ISBN 3-506-79751-4.
  • Reinhard Wolters: Die Schlacht im Teutoburger Wald. Arminius, Varus und das römische Germanien. Beck, München 2008, ISBN 978-3-406-57674-4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]