მარინა ჯანგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა ჯანგიძე (დ. 1954) — ქართველი მეცნიერი, ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, მეან-გინეკოლოგიის კვალიფიკაციით.

ავტორია 154 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 1 გამოგონების.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ჰორმონული კონტრაცეპციის დანიშვნისადმი ახალი ეფექტური და უსაფრთხო მიდგომები“ (ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულებისა და ჰემოსტაზის სისტემის გენეტიკური დეფექტების როლი თრომბოზის განვითარებაში), დაიცვა 2004 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]