მარინა ბალავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინა ბალავაძე
დაბ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1951(1951-10-11)
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 2015(2015-09-18) (63 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მარინა ბალავაძე (დ. 11 ოქტომბერი, 1951, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2015) — ქართველი ექიმი-კარდიოლოგი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ღირსების ორდენის კავალერი (2001). ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1975-1984 წლებში იყო მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის უფროსი ლაბორანტი; 1980 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985–1992 წლებში თბილისის თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1988 წელს პროსპექტულ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პროფილაქტიკური კარდიოლოგიის ასპექტების, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების და სხვა პათოლოგიების დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომი ადეკვატური მკურნალობის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის იშემიური დაავადების გამოსავლენად სტანდარტული მეთოდების გამოყენება და რისკ–ფაქტორების კორექციის შესაძლებლობები, ამბულატორიულ პირობებში 40–49 წლის მამაკაცებს შორის“, დაიცვა 1983 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 28

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]