მართალი აბდულაჰ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მართალი აბდულაჰ“
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1925
გვერდი 20

მართალი აბდულაჰმიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.მოთხრობაში ასახული ამბავი ჯავახიშვილს სანდრო შანშიაშვილისგან მოუსმენია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები უდანაშაულო აბდულაზე მოგვითხრობს, რომელიც მისი ბიძაშვილის გამო ციხეში მოხვდება.საბოლოოდ ის ციხიდან გამოიქცევა თუმცა ცოლ-შვილი გადასახლებული და სახლ-კარი დანგრეული დახვდება. ამის გამო თავის ბიძაშვილს, მუსტაფას და მის ოჯახს ამოხოცავს, დაბრუნდება ციხეში და მისდა გასაკვირად გაამართლებენ.

რეცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები თარგმნილია რუსულად, უკრაინულად და აზერბაიჯანულად. მოთხრობის ფრანგული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალ „კანდიდში“ 1930 წელს.

ავტორის არქივში ინახება საქაღალდე „მეჩექმე გაბოსა“ და „მართალი აბდულაჰის“ ინგლისური თარგმანებით. თავად მწერალი ერთ-ერთ წერილში წერს, რომ ეს მოთხრობები ნიუ-იორკში გააგზავნა თუმცა უცნობია დაიბეჭდა თუ არა ისინი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ ჯავახიშვილი: თხზულებენი რვა ტომად (შენიშვნები)