მარაოსებრი პალმა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარაოსებრი პალმა
TrachycarpusFortunei.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: არეკასებრნი
გვარი: მარაოსებრი პალმა
ლათინური სახელი
Trachycarpus
დაცვის სტატუსი

მარაოსებრი პალმა (Trachycarpus), პალმების გვარი არეკასებრთა ოჯახისა (უწინ პალმების ოჯახისა). მათი ღეროს სიმაღლე 20 მ, სისქე 20 სმ აღწევს, დაფარულია ყავისფერი ბოჭკოებით და ფოთლის ნაჭდევებით. მარაოსებრი ფოთლები ჯგუფ-ჯგუფად (როზეტად) სხედან ღეროს წვერზე. ფოთლის ფირფიტის სიგრძეა დაახლოებით 70 სმ, ყვავილედისა — 1 მ. 8 სახეობა, რომელიც იზრდება სახრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჰიმალაის მთებში, კულტივირებულია ბევრ სუბტროპიკულ ქვეყანაში. კავკასიაში (მათ შორის საქართველოს) შავი ზღვის სანპიროზე, თბილისში, ლენქორანსა და ზოგან შუა აზიის რესპუბლიკებში მოშენებულია 2 სახეობა: Trachycarpus fortunel (ანუ Trachycarpus excelsus) და Trachycarpus martianus.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 428, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე