მარაბუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მარაბუ | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Leptoptilus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
მარაბუ, ადიუტანტი (Leptoptilus), ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგისა. ცნობილია მარაბუს 3 სახეობა: აფრიკული მარაბუ (Leptoptilus crumeniferus), ინდური მარაბუ (Leptoptilus dubius) და იავური მარაბუ (Leptoptilus javanicus). მარაბუს სხეულის სიგრძე 110-115 სმ აღწევს, ფრთების შლილი — 3 მ-მდე. თავი და კისერი დაფარული აქვთ მეჩხერი ბუმბულით; ზურგი შავი ან რუხია, მუცლის მხარე თეთრი. მარაბუ ბუდობს კოლონიებად ხეებზე ან ჭაობისპირა კლდეებზე. დედალი 2-4 კვერცხს დებს. კრუხობს ორივე მშობელი 1 თვეს. იკვებებიან ლეშით, ყოველგვარი ცხოველური საკვებითა და ნარჩენებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 6, გვ. 426, თბ., 1983
სტატიის