ყარყატისნაირნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარყატისნაირნი
Cabeça-seca.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Ciconiiformes

ყარყატისნაირნი (ლათ. Ciconiiformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებს 6 ოჯახს (ყანჩისებრნი, ნავნისკარტასებრნი, ვეშაპთა ყანჩისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი, ლაკლაკისებრნი, იბისისებრნი), 49 გვარსა და 118 სახეობას.

საქართველოში 10 გვარის 13 სახეობა, მ.შ. ყანჩისებრთა სახეობები ჟერო, ივეოსი (Plegadis falcinellus), ლაკლაკი (Ciconia ciconia) ყარყატი ანუ იშხვარი (Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ყარყატისნაირნი ბინადრობენ ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, მხოლოდ ლაკლაკები და ყარყატები ბინადრობენ ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. დებენ 2-3 კვერცხს, მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. ყარყატისნაირზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო. ამჟამად „ყარყატისნაირთა“ ნაცვლად იხმარება ლაკლაკისნაირნი.

ლიტერატურა[რედაქტირება]