მანჰეტენის მუნიციპალური შენობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანჰეტენის მუნიციპალური შენობა

მანჰეტენის მუნიციპალური შენობა (Manhattan Municipal Building) — 40-სართულიანი შენობა აგებული გაზრდილი სამთავრობო სივრცის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 1898 წელს ნიუ-იორკ სიტიში ხუთი რაიონის გაერთიანების შემდეგ. მშენებლობა 1909 წელს დაიწყო და 1915 წელს დასრულდა, რას ასევე ნიუ-იორკში მოძრაობის "ქალაქი-მშვენიერი" დასასრული გახდა.

177 მ სიმაღლის შენობის ყველაზე მაღალ წერტილზე დგას მანჰეტენში სიდიდით მეორე ქანდაკება. არქიტექტურულმა ფირმამ "მაკკიმ, მიდ ენდ უაიტ" შენობა ისე დააპროექტა, რომ მის საძირკველში ჩაშენდა ქალაქის მეტროს სადგური, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო ნიუ-იორკში.

შენობამ განსაკუთრებული გავლენა იქონია სამოქალაქო მშენებლობაზე სხვა ამერიკულ ქალაქებში. მასში გამოყენებული ბოზ-არტის სტილის არქიტექტურა პროტოტიპი გახდა ტერმინალ ტაუერისთვის კლივლენდში, ფიშერ ბილდინგისთვის დეტროიტში და ვრაილი ბილდინგისთვის ჩიკაგოში.

ჩემბერსისა და სენტრ ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ეს მუნიციპალური შენობა ერთ-ერთი უდიდესი სამთავრობა შენობაა მსოფლიოში. მის ძირითად ნაწილში 25 სართულია (33 ლიფტით), კოშკში კი დამატებით კიდევ 15 სართულია. აქ მდებარეობს ქალაქის ცამეტი საზოგადოებრივი სააგენტო და საზოგადოებრივი რადიო სადგური. ყოველწლიურად ამ შენობაში 28.000 ნიუ-იორკელი ქორწინდება.