მანუჩაჰრ II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანუჩაჰრ II (1120—1149), შირვანის მმართველი ქესრანიდების დინასტიიდან. მანუჩაჰრ II-მ საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის დახმარებით, რომლის ქალიშვილი ცოლად ჰყავდა, განდევნა სელჩუკები ქვეყნიდან. მანუჩაჰრ II-ის მმართველობის ხანა შირვანის კულტურის აყვავების ხანა იყო, ამ დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პოეტები და სწავლულები: აბუ ლ-ალა განჯევი, ფალექი შირვანი, ხაკანი შირვანი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება]