მანსარდა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მანსარდა (ფრანგ. mansarde), სათავსი (ძირითადად საცხოვრებელი) შენობის სხვენში, რომლის სახურავის ყოველი ფერდი შედგება ზემო - დამრეცი და ქვემო - ციცაბო ნაწილებისაგან.
მანსარდა იძლევა დამატებით სასარგებლო ფართობს, ხოლო მანსარდული სახურავი ზრდის შენობის მოცულობას. სახურავის ეს კონსტრუქცია პირველად გამოიყენა არქიტექტორმა ფ. მანსარმა, რომლის გვარიდანაც მოდის მანსარდის სახელწოდება. ფართო გაგებით, მანსარდა ეწოდება მაღალი სახურავის ქვეშ მოთავსებულ ნებისმიერ სათავსს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 412—413, თბ., 1983 წელი.
სტატიის