მამბა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამბა
Black Mamba 01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: ასპიტისებრნი
გვარი: მამბა
ლათინური სახელი
Dendroaspis
დაცვის სტატუსი

მამბა (Dendroaspis), შხამიანი გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. გვარში 4 (სხვა მონაცემებით 5) სახეობაა; გავრცელებულია აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. მათი სხეულის სიგრძე 2-4 მ. აღწევს, შეფერილია მწვანედ (არსებობს შავი მამბაც Dendroaspis polylepis). ბინადრობენ ხეებზე, გვხვდება ბუჩქებსა და მიწაზე. მრავდებიან კვერცხით, იკვებებიან ფრინველებით, ხვლიკებით, მღრღნელებით. ქვედა ყბაზე წინა 2 კბილი ეხმარება მსხვერპლის ჰაერშივე დაჭერაში. აქვთ მეტად ძლიერი შხამი, რომელიც წვრილ ცხოველებს რამდენიმე წამში კლავს, ადამიანს კი — ნახევარ საათში. ცნობილია ადამიანთა მსხვერპლის მრავალი შემთხვევა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 6, გვ. 395, თბ., 1983
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მამბა&oldid=1957131-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე