მამაცაშვილის სახლი
მამაცაშვილის სახლი — ისტორიული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხურვალეთში. ამჟამად საცხოვრებელი სახლია. 1905 წლის 15 აგვისტოს მამაცაშვილის სახლს ალყა შემოარტყეს წითელრაზმელებმა და შეეცადნენ განეიარაღებინათ იქ დამალული შავრაზმელები. შეტაკების დროს მოკლეს ერთ-ერთი წითელრაზმელი. შავრაზმელებმა გაქცევით უშველეს თავს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 64.