მამადაანების პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამადაანების ეკლესია.

მამადაანების პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ტყიანი მთის კონცხზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის აღნოსავლეთ ნაწილი. დანარჩენილი კედლები 0,9-1,3 მეტრ სიმაღლეზე დგას. შესასვლელი სამხრეთით ჰქონია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელი ეკლესიას სამხრეთით ჰქონია. შემორჩენილია სარკმლის აღმოსავლეთ ნახევარი. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. აღმოსავლეთ სარკმელის გვერდებზე და ზემოთ მოხატულობის კვალი შეიმჩნევა. სამხრეთ მინაშენისგან ნანგრევებიღაა დარჩენილი. ეკლესიას შემორტყმული ჰქონია გალავანი, რომელიც ამჟამად უკვე ნანგრევებადაა ქცეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]