მამადაანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მამადაანები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი თიანეთი
კოორდინატები 42°09′03″ ჩ. გ. 44°58′11″ ა. გ. / 42.15083° ჩ. გ. 44.96972° ა. გ. / 42.15083; 44.96972
ადრეული სახელები კაკმეთი
ცენტრის სიმაღლე 1160
მოსახლეობა 51[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მამადაანები — საქართველო
მამადაანები
მამადაანები — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მამადაანები

მამადაანები (ყოფილი კაკმეთი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ მამადაანებს ადრე კაკმეთი ერქვა. ამ სახელწოდებით მოიხსენიება იგი იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. წერილობით წყაროებში კაკმეთი 1631 წლიდან მოიხსენიება, როდესაც ერეკლე ბატონიშვილმა იგი ლევან ავალიშვილს უბოძა. 1693 წელს, კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარგებმა აბაზული-ხანმა კაკბეთი თუშთ მოურავ მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს უბოძა. XVIII საუკუნიდან სოფლის ნაწილი თავადთა საკუთრება გახდა. 1700 წელს სოფლის მოსახლეობაზე ზეგავლენას ახსენდნენ ჩოლოყაშვილები; ამ დროს სვეტიცხოვლის მონასტერს ყმა-მამულში ეცილებოდა ალავერდელი ნიკოლოზ (ამბა) ჩოლოყაშვილი, რომლის მოურავი კაკმეთში ბეჟან ბაინდურაშვილი იყო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 51 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 87[2]
2014 51

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.