მალულჭამიასებრნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალულჭამიასებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ხოჭოები
ოჯახი: მალულჭამიასებრნი
ლათინური სახელი
Cryptophagidae

მალულჭამიასებრნი (Cryptophagidae), მცირე ზომის ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 1-5 მმ აღწევს. ჩვეულებრივ ყვითელი ან მურაა. ბინადრობენ ლპობად მცენარეულ ნარჩენებში, ქერქის ქვეშ და ა. შ. ცნობილია მალულჭამიასებრთა 2500-მდე სახეობა; ყოფილ სსრკ-ში — 200-მდე. საწყობებსა და სარდაფებში ზოგჯერ დიდი რაოდენობით გვხვდება Cryptophagus aculangulus, რომელიც იკვებება საკვებ პროდუქტებზე, ორგანულ ნარჩენებსა და მკვდარ მერქანზე მოსახლე სოკოებით. მოგრძო ციცქნა (Atomaria linearus) აზიანებს ჭარხლისა და ბოლოკის აღმონაცენსა და ფესვებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 392, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე