მალინუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალინუა
წარმოშობის ქვეყანა ბელგია
თვისებები
წონა მამრი 29–34 კგ.
მდედრი 25–30 კგ.
სიმაღლე მამრი 61–66 სმ.
მდედრი 56–61 სმ.
ბეწვი ნაცრისფერი,მოყვითალო-ყავისფერი,მოწითალო-ჟღალი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მალინუა (ფრანგ. Malinois) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში XIX საუკუნეში.

მალინუა იყო პირველი ბელგიური ნაგაზი, რომელიც გადაარჩინეს ჯიშის გასამრავლებლად და ამ ჯიშის სხვა ძაღლების შეფასებისთვის ეტალონად იქცა. ჯიშმა სახელი მიიღო მალინის ოლქის მიხედვით, სადაც ეს სახეობა ყველაზე მრავლად იყო გავრცელებული. აღნაგობით მალინუა უფრო ახლოსაა გერმანულ ნაგაზთან, ვიდრე ბელგიურთან. მალინუას ბალანი გავს გლუვბალნიანი ჰოლანდიური ნაგაზისას, მაგრამ ტემპერამენტით ეს ძაღლი, უფრო ლაკენუას გავს. ეს არის აქტიური, მუდამ მზადყოფნაში მყოფი, მოდარაჯის და დამცველის ინსტინქტის მქონე ცხოველი. მალინუა ოდნავ უფრო პოპულარულია, ვიდრე ლაკენუა, თუმცა ეს ორი ჯიში, შესაძლოა ნაკლებ შესამჩნევია, ვიდრე გრიუნენდალი და ტერვიუნენი. მათი მცირე გავრცელება, როგორც ჩანს, განპირობებულია იმით, რომ მათ კონკურენციას უწევს მათი მსგავსი გერმანული ნაგაზი.

მიუხედავად ყველაფრისა, მალინუა ძალიან საზრიანი ძაღლია, რომელსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ პოლიციაში. მალინუას აქვს მოკლე, უხეში ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, მოყვითალო-ყავისფერი, მოწითალო-ჟღალი. ადვილად ეგუება ბავშვებს, სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად იწვრთნება და კარგი მოდარაჯეა. აქვს არც ისე ფართო, მაგრამ ღრმა მკერდი, ვიწრო, აუცილებლად შავი დრუნჩი. წყნარ მდგომარეობაში კუდი დაშვებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: