ლაკენუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაკენუა
წარმოშობის ქვეყანა ბელგია
თვისებები
წონა მამრი 25-30 კგ.
მდედრი 20-25 კგ.
სიმაღლე მამრი 60-66 სმ.
მდედრი 56-60 სმ.
ბეწვი მოყვითალი-ყავისფერი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ლაკენუა (ფრანგ. Berger belge Laekenois) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში XIX საუკუნეში.

დღესდღეობით ბელგიური ნაგაზის ჯიშებიდან დარჩენილთა შორის ეს ყველაზე იშვიათია. ოდნავ მოუხეშავი, ბანჯგვლიანი ლაკენუა დედოფალ ჰენრიეტა ბელგიელის უსაყვარლესი ძაღლი იყო, სახელიც სწორედ დედოფლის ერთ-ერთი რეზიდენციის ციხე-სიმაგრე შატო დე ლაკენის მიხედვით დაერქვა. 1897 წელს აღიარებული ეს ჯიში ჰგავს უხეშბალნიან ჰოლანდიურ ნაგაზს. მიუხედავად იმისა, რომ ლაკენუა ისევე თავნება და ჯიუტია, როგორც სხვა ნაგაზები, გრიუნენდალთან, მალინუასთან და ტერვიურენთან შედარებით, მათ ნაკლებად უყვართ ღრენა. ლაკენუას შედარებით მცირე პოპულარობა რთული ასახსნელია — მას ისეთივე მუშა თვისებები აქვს, როგორც დანარჩენ ბელგიურ ნაგაზებს.

ცოცხალი და ძალიან აქტიური ლაკენუას გაწვრთნა ძალიან ადვილია და მისგან შესანიშნავი მოდარაჯე დგება. ლაკენუა კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს. აქვს მოყვითალი-ყავისფერი, უხეში, დახვეული ბალანი, მუქი თვალები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: