მალარიის კოღო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალარიის კოღო
Anopheles gambiae mosquito feeding 1354.p lores.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ორფრთიანები
ოჯახი: კოღოები
გვარი: მალარიის კოღო
ლათინური სახელი
Anopheles
დაცვის სტატუსი

მალარიის კოღო, ანოფელესი (Anopheles), მწერების გვარი ორფრთიანთა რიგისა. მალარიის გამომწვევი პარაზიტების — პლაზმოდიუმების გადამტანია. დედალ მალარიის კოღოს აქვს მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის აპარატი, მამალს — მხოლოდ მწუწნავი, ამიტომ სისხლის ამოწოვა მხოლოდ დედალ კოღოს შეუძლია, მამალი კი უმთავრესად მცენარეული წვენით იკვებება. დედალი კოღო თავს ესხმის ადამიანს და კბენის დროს პლაზმოდიუმები ავადმყოფიდან ჯანსაღზე გადააქვს. მალარიის კოღო წყალში დებს კვერცხებს. გამოჩეკილი მატლი რამდენჯერმე იცვლის კანს და წყალშივე ჭუპრდება. ზრდასრულ ფაზას დიაპაუზა ახასიათებს. მალარიის კოღოები ევრითერმული მწერებია, მათი მატლები ვითარდება ტემპერატურია ფართო მერყეობის პირობებში. მსოფლიოში ცნობილია მალარიის კოღოს 300-მდე სახეობა, საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. მათ შორის Anopheles maculipennis და Anopheles cuperpistus წარსულში პლაზმოდიუმის მთავარ გადამტანებად ითვლებოდნენ.

საქართველოში უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი მალარიის კოღო (Anopheles maculipennis), რომელიც ისეთ ადგილებში გვხვდება, სადაც მისთვის ხელსაყრელი პირობებია დროებითი ან მუდმივი წყალსატევების სახით.

მალარიის კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებებია დამდგარი წყლის, ჭაოებების ამოშრობა, ათვისება და სხვა ჰიდროტექნიკური ღონისძიოებების ჩატარება. ამ მხრივ კლასიკური მაგალითია კოლხეთის დაბლობის დიდი ნაწილის ამოშრობა და ათვისება. მალარიის კოღოს მატლების გასანადგირებლად გამოიყენეს აგრეთვე თევზი გამბუზია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კალანდაძე ლ., კამალოვი ნ., სამედიცინო პარაზიტოლოგია, თბ., 1960;
  • აბაშიძე ე., ქსე, ტ. 6, გვ. 384, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე