გამბუზია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გამბუზია

გამბუზია (Gambusia affinis), თევზი კობრისკბილასნაირთა რიგის პეცილიისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,5-7,5 სმ. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. მამლის ანალური ფარფლის წინა სხივი გარდაქმნილია საკოპილაციო ორგანოდ - გონოპოდიუმად. ცოცხლადმშობია. განაყოფიერება შინაგანია. ზაფხულში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-იდან 100-მდე და მეტი ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვითირით, საკუთარი ლიფსიტებითაც კი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 650, თბ., 1977.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე